ანონსები
28 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ცენტრი ახალგაზრდა არქეოლოგთა მესამე სამეცნიორო კონფერენციას გამართავს.
კონფერენციის ფარგლებში განხილული და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ეპოქის ექსპონანტები:
• შულავერ-შომუ თეფეს კულტურის ახალი ქვის მასალა
• შუა საუკენების ადგილობრივი მხატვრული კერამიკა
• კოლხურ თეთრზე არსებული გამოსახულებები
• მინის ნივთები სამშვილდედან
• არხილოსკალოს შემთხვევითი მონაპოვარი
• კლდის მხატვრობის უცნობი ძეგლი- დამირ გაია
• ბრინჯაოს ხანის მასალა სამშვილდის უახლესი გათხრებიდან
• სამშვილდის ნეოლითური ინდუსტრია.
• ძვლის დამუშავების ტექნიკა
• ტყავის დასამუშავებელი იარაღი.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ასევე სხვა უნივერსიტეტის ლექტორები.
დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 28.03.2018
დრო: 14:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია 315, კოსტავას 77ა